loader

მანდატურები სკოლის დაქვემდებარებაში გადასვლას აპროტესტებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მანდატურები სკოლის დაქვემდებარებაში გადასვლას აპროტესტებენ

მანდატურები მათი სამსახურის სკოლის დაქვემდებარებაში გადასვლას აპროტესტებენ. როგორც სკოლის მანდატურებმა დღეს პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ისინი მიმართავენ პარლამენტს, რათა საკანონმდებლო ორგანომ გადახედოს და შეცვალოს მანდატურების სკოლაზე დაქვემდებარების გადაწყვეტილება.

როგორც ერთ-ერთმა მანდატურმა, მადონა ჯიოშვილმა განმარტა, დეკემბრის თვეში მანდატურის მოვალეობის შემსრულებელმა 140-მა პირმა კონკურსი გაიარა, 6 იანვარს კი მათ განუცხადეს, რომ უფლებამოსილება დროებით შეჩერებული ჰქონდათ, მოგვიანებით კი მანდატურებმა შეიტყვეს, რომ 31 დეკემბერს გამოცემული ბრძანების საფუძველზე, მათ შრომითი ხელშეკრულება შეუწყდათ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო. მანდატურები აცხადებენ, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება 140-მა მანდატურმა მიიღო, რომელსაც ხელს მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი კილაძე აწერს. 

ამასთან, განათლების მინისტრი სამსახურის გაუქმებაზე გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს.