loader

ვინ მოიპოვებს "ოქროს საჭე 2013"-ის ტიტულს - 30 იანვარს საუკეთესო ავტომობილები დასახელდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ მოიპოვებს "ოქროს საჭე 2013"-ის ტიტულს - 30 იანვარს საუკეთესო ავტომობილები დასახელდებიან

30 იანვარს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, წლის საუკეთესო ავტომობილების და ავტოსპორტსმენების გალა-დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

ღონისძიებას, "AUTO BILD საქართველოსთან" ერთად, საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაცია უწევს ორგანიზებას. პროექტის პარტნიორია "ვისოლი", მხარდამჭერი "ივენთ კომპანია დელიკატო". საზეიმო ღონისძიებაზე "ოქროს საჭე 2013"-ის გამარჯვებულთა გამოვლენა და ავტოსპორტში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულთა დაჯილდოება მოხდება.

პრესტიჟული საავტომობილო კონკურსი "ოქროს საჭე 2013" საქართველოში უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოვიდა.

რჩეული ავტომობილებისთვის ხმის მიცემის პროცედურა "პალიტრა მედიის" რეიტინგული ვებ-გვერდების საშუალებით მიმდინარეობდა.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია