loader

ევრომაიდანის აქტივისტი ბარიკადებს "ბენტლით" დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევრომაიდანის აქტივისტი ბარიკადებს "ბენტლით" დაეჯახა

კიევის ცენტრში, ევრომაიდანის ერთ-ერთი აქტივისტი "ბენტლით" მომიტინგეების მიერ გაკეთებულ ბარიკადებს შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, მძღოლმა მოყინულ გზაზე ავტომობილი ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბარიკადებს შეასკდა. ავტომობილის მფლობელმა ძვირად ღირებული "ბენტლი" მიატოვა და ადგილიდან მიიმალა.

ბარიკადების მშენებლობა კიევში შეკრებილმა მომიტინგეებმა დეკემბერში დაიწყეს. ბარიკადები ამჟამად კიევის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზეა განლაგებული.