loader

ჩანაწერები, რომლებმაც შესაძლოა დანაშაულზე გაგვიყვანოს, არ უნდა განადგურდეს - გიორგი მარგველაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩანაწერები, რომლებმაც შესაძლოა დანაშაულზე გაგვიყვანოს, არ უნდა განადგურდეს - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, ის ფარული ჩანაწერები, რომლებმაც გამოძიება შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულზე გაიყვანოს, არ უნდა განადგურდეს. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნულის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, დანაშაულის მამტკიცებელი ვიდეომასალის განადგურება, თავის მხრივ, უკვე დანაშაულის ჩადენა იქნება.

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, შესაძლოა, განადგურებულ იქნეს ისეთი ვიდეომასალები, სადაც მხოლოდ ის ფაქტებია ასახული, რაც გვაბრუნებს ძველ დროში, როცა ადამიანებს აწამებდნენ.