loader

შსს-ში ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიის სხდომა გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-ში ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიის სხდომა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ხელმძღვანელობდა.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები - საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, ექსპერტი კახა კახიშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში.

როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარულ ვიდეომასალებში პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ხასიათის კადრები კიდევ აღმოაჩინა. სულ აღმოჩენილია ორი დისკი, რომელიც ინტიმურ სცენებს ასახავს და ის განადგურდება ისევე, როგორც განადგურდა ჯერ კიდევ 5 სექტემბერს 110 ინტიმური ხასიათის შემცველი ფაილები.