loader

მკვლელობა დოლიძეზე: მამაკაცმა ყოფილი სიძე დანით სასიკვდილოდ დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა დოლიძეზე: მამაკაცმა ყოფილი სიძე დანით სასიკვდილოდ დაჭრა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზარი ბ.-მ დღეს ურთიერთშელაპარაკებისას, ყოფილ სიძეს კარლო სულავას დანით გულმკერდისა და ფეხის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სულავა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1944 წელს დაბადებული ზარი ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ზარი ბ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში აიყვანეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით) მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე