loader

"ვინც ჩვენ ჩაგვცხრილა, პრემიის სახით 12 ათასი ლარი მიიღეს" - მუხროვანის ამბოხში ბრალდებულები მათი აყვანის ოპერაციის დეტალებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვინც ჩვენ ჩაგვცხრილა, პრემიის სახით 12 ათასი ლარი მიიღეს" - მუხროვანის ამბოხში ბრალდებულები მათი აყვანის ოპერაციის დეტალებით

მუხროვანის ამბოხის ბრალდებით გასამართლებული პოლკოვნიკი კობა ოთანაძე და მაიორი ლევან ამირიძე მუხროვანის ამბოხში ბრალდებულების აყვანის ოპერაციას დეტალურად იხსენებენ. როგორც ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში ოთანაძემ განაცხადა, აყვანის სპეცოპერაციის დროს მათ სამარშრუტო ტაქსი მიუგზავნეს, სადაც სამი სპეცრაზმელი იჯდა. ოთანაძის თქმითვე, მათ უკნიდან ესროლეს და სასიკვდილოდ გაწირეს. ოთანაძე ყვება, რომ როცა დაჭრილები ძირს გადმოყარეს, წიხლებს ურტყამდნენ, ხოლო შემდეგ მის მიმართ საკონტროლო გასროლა განახორციელეს ხელ-ფეხისა და მკერდის არეში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის ცოცხალი გადარჩა. გადარჩა მაიორი ლევან ამირიძეც, ხოლო გენერალი გია კრიალაშვილი ადგილზე დაიღუპა.

კობა ოთანაძისა და ლევან ამირიძის თქმით, მუხროვანის ამბოხში ბრალდებულების ოჯახები საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ, თუმცა, ამ მხრივ "ძვრა არ არის." ამირიძე თვლის, რომ ამ საქმის გამოძიებას პოლიტიკური ნება სჭირდება. მისი განცხადებით, ის პირები, რომლებიც მათ წინააღმდეგ სპეცოპარაციაში მონაწილეობდნენ, დღეს წამყვან თანამდებობებზე არიან, ხოლო მათი დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილე სამმა პირმა, ვინც უშუალოდ სამარშრუტო ტაქსში იჯდა, პრემიის სახით 12 ათასი ლარი მიიღო.

იხილეთ ასევე: "ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი" - მერაბიშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებზე სკანდალური კადრები გავრცელდა

- მუხროვანის ამბოხში ბრალდებულები მათი აყვანის ოპერაციას დეტალურად იხსენებენ

- გივი თარგამაძის კომენტარი მერაბიშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებზე გავრცელებული სკანდალური კადრების შესახებ


- მოვუწოდებ პროკურატურას, დაინტერესდეს ამ კადრებით - გიორგი მარგველაშვილი