loader

ფარული ჩანაწერების ნაწილი შესაძლოა, დაარქივდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფარული ჩანაწერების ნაწილი შესაძლოა, დაარქივდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული ფარული ჩანაწერების ნაწილი, შესაძლოა, დაარქივდეს. როგორც უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მასალები, რომლებიც სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, შესაძლოა, არქივს გადაეცეს.

მისივე ინფორმაციით, უწყებაში დაცულია დიდი ოდენობით მასალა, რომელიც მოიცავს 789 საათს, 28 687 ფაილს, 24 კასეტას, ასევე, გაფუჭებულ მასალებს. ლაშა ტუღუშის განმარტებით, დარჩენილი მასალები ინტიმური ხასიათის არ არის და ძირითადად, პოლიტიკური შინაარსისაა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული მასალები პარტიების, მათი ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციურად განწყობილი პირების, რელიგიური პირების, მედიის წარმომადგენლების შესახებ არის.