loader

"Auto Bild საქართველომ" წლის საუკეთესო ავტომობილები გამოავლინა - საავტომობილო სამყარო რუსთავის ავტოდრომზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"Auto Bild საქართველომ" წლის საუკეთესო ავტომობილები გამოავლინა - საავტომობილო სამყარო რუსთავის ავტოდრომზე

"რენჯ როვერი", "მერსედესი", "ბეემვე", "ტოიოტა","აუდი", "მაზდა" - საავტომობილო კონკურსის, "ოქროს საჭე 2013"-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. წლის საუკეთესო ავტომობილები რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამოვლინდა. საზეიმო ღონისძიება "Auto Bild საქართველოს" ორგანიზებით გაიმართა.

კონკურსში 25 ათასამდე ავტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა. რჩეული ავტომობილების ხმის მიცემის პროცედურა "პალიტრა მედიის" რეიტინგული ვებგვერდის საშუალებით მიმდინარეობდა.

საავტომობილო ჟურნალ "Auto Bild საქართველოს" მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე დილერ კომპანიებსა და პარტნიორებს სპეციალური პრიზებიც გადაეცათ. კონკურსის მხარდამჭერებს შორის იყო კომპანია "ვისოლი".

საზეიმო ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესო ავტოსპორტსმენებიც გამოვლინდნენ.

"Auto Bild საქართველოს" ორგანიზებით გამართული ”ოქროს საჭე 2013” ფოიერვერკებით დასრულდა.

იხილეთ ინგლისური ვერსია