loader

როგორ უნდა მოიქცეთ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ უნდა მოიქცეთ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა პრესკონფერენცია გამართა და C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის წესი განმარტა.
C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად, რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება. 

მარიამ ჯაშის ინფორმაციით, განცხადებას თან უნდა ახლდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ფორმა #IV-100/ა, სადაც დიაგნოზი იქნება დადასტურებული და რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ჩატარებული კვლევების, მათი შედეგების და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის შესახებ. კვლევებში იგულისხმება HCV RNM-ის თვისობრივი, HCV გენეტიკური ტიპის, ღვიძლის ფიბროზის ხარისხის კვლევები.

ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ C ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.

ფასდაკლებით ვერ ისარგებლებენ საპატიმროებში მყოფი პირები, აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირებული პირები და პაციენტები დიაგნოზებით, რომელთა დროსაც C ჰეპატიტის მართვის გაიდალინის შესაბამისად, მკურნალობა უკუნაჩვენებია.

მოქალაქეთა განცხადებებს კომისია განიხილავს. კომისიის პირველი სხდომა თებერვლის ბოლოს გაიმართება. პაციენტმა თანხმობის წერილის მიღებიდან შვიდი დღის ვადაში უნდა მიმართოს აფთიაქს მედიკამენტის მისაღებად.

მედიკამენტების ფასდაკლებით შესყიდვა შესაძლებელი 2014 წლის პირველი ივლისიდან იქნება.