loader

შსს-ში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-ში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიყურადღებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ 45 დისკი და 2 ვინჩესტერი გაანადგურა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ აღნიშნა, დღეს კომისიის ბოლო შეხვედრა ჩატარდა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მასალის დიდი ნაწილი, გამოძიების დაწყების მიზნით, გადაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ხოლო დანარჩენი მასალა, რომელშიც ძირითადად ინტიმური სცენებია ასახული და შეიცავს არაიდენტიფიცირებად პირებს და ასევე დაზიანებული მასალა დაექვემდებარა დაუყოვნებლივ განადგურებას.

დღესვე ჭიკაიძემ კომისიის ერთობლივი მუშაობა წარმატებულად შეაფასა და აქღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მომავალში აღარ განმეორდება უკანონო მიყურადება-მოსმენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრის თქმით, ვინც ამგვარ დანაშაულს ჩაიდენს, კანონის უმკაცრესი ზომით დაისჯება.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე