loader

"შიხა, რა დროს ამერიკაა, მაინც ვერ გცნობენ" - აქცია აეროპორტში ირაკლი შიხიაშვილის წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შიხა, რა დროს ამერიკაა, მაინც ვერ გცნობენ" - აქცია აეროპორტში ირაკლი შიხიაშვილის წინააღმდეგ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორგანიზაციებმა - "დროა", "აპრიორი", "თავისუფალი ზონა" აქცია გამართეს, რითაც საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი შიხიაშვილს მოუწოდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების ნაცვლად თბილისის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცოს.

აქციის მონაწილეებს გამოფენილი ჰქონდათ ტრანსპარანტები: "შიხა, ბიუჯეტი შენი ჯიბის ფული არ არის, რა დროს ამერიკა და ჩინეთია, მაინც ვერ გცნობენ", "რა დროს ამერიკაა, ხალხს შია. ჩამოდი ტრაპიდან, წადი საკრებულოდან".

აქციის მონაწილეები აპირებდნენ ირაკლი შიხიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო აქციის ფონზე გაეცილებინათ, თუმცა მცდელობა ჩაეშალათ - საკრებულოს თავმჯდომარე აქციის გვერდის ავლით გაფრინდა თბილისიდან.