loader

დაპირისპირება მერაბიშვილის და ბურჯანაძის მხარდამჭერებს შორის სასამართლოსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება მერაბიშვილის და ბურჯანაძის მხარდამჭერებს შორის სასამართლოსთან

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ვანო მერაბიშვილისა და ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ერთი ადამიანი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ოთარ თავართქილაძე, რომელიც ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერია.

"დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები "თავისუფალი ზონის" მიერ ორგანიზებულმა აქციამ და მისმა სლოგანმა: "ბურჯანაძეების ოჯახი გრუ-ს ჯაშუშები" გააღიზიანა, რასაც სასამართლოს ეზოს შესასვლელთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დაიკითხება. "თავისუფალი ზონის" წევრები სასამართლოსთან სწორედ ბურჯანაძის საწინააღმდეგო და მერაბიშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ.