loader

ამნისტია გაყალბებულ დოკუმენტებზე - რა შემთხვევაში გათავისუფლდებით პასუხისმგებლობისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამნისტია გაყალბებულ დოკუმენტებზე - რა შემთხვევაში გათავისუფლდებით პასუხისმგებლობისგან

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გაყალბებული დოკუმენტების მფლობელებს ამნისტიის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, წულუკიანმა განცხადება პრესკონფერენციაზე გააკეთა და მოქალაქეებს განუმარტა, რომ კანონი 2014 წლის ბოლომდე მოქმედებს. ამნისტიით პირი თავისუფლდება არა მარტო სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, არამედ სასჯელისაგან და თავისუფლდება ფინანსური სარგებლის ანაზღაურებისგანაც.

ამასთან, თეა წულუკიანი მოსამართლეებს განუმარტავს, რომ კანონი მოქმედებს მხოლოდ მათზე, ვინც გაყალბების შესახებ თავისი სურვილით განაცხადებს.