loader

ბიჭი, რომელმაც მოსკოვის სკოლაში ორი ადამიანი მოკლა, წარჩინებული მოსწავლე აღმოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიჭი, რომელმაც მოსკოვის სკოლაში ორი ადამიანი მოკლა, წარჩინებული მოსწავლე აღმოჩნდა

მოსკოვის 263-ე სკოლაში მომხდარი ინციდენტის დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. lifenews-ის ინფორმაციით, დამნაშავე, რომელმაც სკოლაში ცეცხლი გახსნა, მეათე კლასის მოსწავლე სერგეი გ. აღმოჩნდა. იგი სკოლის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე იყო და სხვადასხვა სასკოლო ოლიმპიადაშიც მონაწილეობდა.

აღმოჩნდა, რომ ცოტა ხნის წინ სერგეის გეოგრაფიის მასწავლებელთან, 31 წლის ანდრეი კირილოვთან კონფლიქტი მოუვიდა. სერგეი გ. ოქროს მედალზე სკოლის დამთავრებას ვერ ახერხებდა, რადგან პედაგოგი მას დაბალ ნიშნებს უწერდა. მოსწავლემ მასწავლებელზე შურისძიება განიზრახა. 3 თებერვალს სერგეი სკოლაში მივიდა და იარაღის მუქარით დაცვა აიძულა, შენობაში შეეშვა, თუმცა, სანამ დაცვის წევრი მის მოთხოვნას შეასრულებდა, მოასწრო და განგაშის ღილაკს დააჭირა ხელი. მოსწავლე პირველ სართულზე მდებარე კაბინეტში შევიდა, სადაც იმ დროს მე-10 კლასის გეოგრაფიის გაკვეთილი მიმდინარეობდა. ოთახში 20-ზე მეტი ბავშვი იმყოფებოდა.

სკოლაში მისულ პოლიციის თანამშრომლებს დამნაშავემ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრა უფროსი სერჟანტი სერგეი ბუშუევი. მოსწავლემ ასევე ესროლა გეოგრაფიის მასწავლებელსაც. 31 წლის ანდრეი კირილოვი მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. 1-საათიანი მძევლად აყვანის შემდეგ დამნაშავემ მოსწავლეები გაუშვა, ხოლო პოლიციამ მისი დაკავება მოახერხა.

იხილეთ: მოსკოვის სკოლაში შეიარაღებულმა მოსწავლემ ორი ადამიანი მოკლა