loader

მოყინული გზები და 800 ავარია ერთ კვირაში - თოვლის შტორმი ატლანტაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოყინული გზები და 800 ავარია ერთ კვირაში - თოვლის შტორმი ატლანტაში

აშშ-ის ქალაქ ატლანტაში თოვლის შტორმმა და დაბალმა ტემპერატურამ სამანქანო გზების პარალიზება გამოიწვია. შედეგად, უკანასკნელი კვირის განმავლობაში 790 ავარია მოხდა.

როგორც ცნობილია, გზებზე არსებული პრობლემების გამო მრავალი ავტომობილი, მათ შორის, ბავშვებით სავსე სასკოლო ავტობუსები, მთელი ღამით იყო საცობებში გაჩერებული. სატელევიზიო ჯგუფის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ კარგავენ მოყინული გზების გამო მძღოლები ავტომობილებზე კონტროლს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დიდთოვლობის გამო ჯორჯიისა და ალაბამას შტატებში 8 ათასამდე მოსწავლეს მოუხდა ღამის გათევა სასკოლო ავტობუსებში ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში.