loader

ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადების ბრალდებით შსს-მ სამი პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადების ბრალდებით შსს-მ სამი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი - 1971 წელს დაბადებული ზურაბ კ. ყალბი საკრედიტო ბარათის დამზადება-გამოყენების ბრალდებით დააკავეს, ხოლო დანარჩენი ორი წევრი სისხლის სამართლის პასუხისგებას გადაეცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში ზურაბ კ-მ, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი, აშშ-ში მცხოვრები თანამზრახველის დახმარებითა და სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის საშუალებით, ყალბი საკრედიტო ბარათები დაამზადა. ზურაბ კ-მ გაყალბებული საკრედიტო ბარათების რეალიზაცია თურქეთის რესპუბლიკაში სხვა თანამზრახველებთან ერთად მოახდინა.

შსს-ს ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პერიოდულად ჩადიოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც სხვადასხვა ქალაქში, სავაჭრო ობიექტებში ყალბი საკრედიტო ბარათებით ყიდულობდნენ სხვადასხვა ნივთს, რომელსაც შემდგომ თურქეთის რესპუბლიკაშივე ყიდდნენ.

სამივე ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ყალბი საკრედიტო ბარათის ჯგუფურად დამზადება-გამოყენების მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 18-210-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.