loader

ირაკლი ღარიბაშვილისა და ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილისა და ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც ალიანსის შტაბბინაში გაიმართა, ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას და საქართველოსთან მყარ პარტნიორულ ურთიერთობას.

საუბარი შეეხო ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, იმ დემოკრატიულ პროცესებსა და რეფორმებს, რაც საქართველოში ბოლო პერიოდის განმალობაში განხორციელდა.

ალიანსის ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში, კერძოდ, საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთის ISAF-ის მისიაში.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს 2014 წლის შემდგომ ავღანეთში ნატო-ს საწვრთნელ მისიაში.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი დაესწრნენ.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე