loader

საქართველოს რომელ რეგიონში უსმენენ რადიოს ყველაზე ხშირად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს რომელ რეგიონში უსმენენ რადიოს ყველაზე ხშირად

საქართველოში რადიოს ყველაზე ხშირად ქუთაისში უსმენენ. ამ დასკვნამდე მივიდა რადიორეიტინგების კვლევა, რომელიც 2013 წლის განმავლობაში "მარკეტ ინთელიჩენტ კაუკასუს" (TNF) ატარებდა.

კვლევის თანახმად, რადიოს ყველაზე ხშირად უსმენენ ქუთაისში, კერძოდ, კი რადიოს უსმენს ქუთაისის მოსახლეობის 58% კვირაში ერთხელ მაინც. თბილისში კი ეს მონაცემები 54%-ია. ქუთაისის შემდეგ რადიოს ასევე ხშირად უსმენენ ახალციხეში. აქ მოსახლეობის 57% უსმენს რადიოს, ასევე რუსთავში უსმენენ ხშირად, მოსახლეობის 56%. ხოლო ყველაზე ნაკლებად უსმენენ რადიოს ზუგდიდში. აქ რადიოს მხოლოდ 12% უსმენს.

კვლევების თანახმად, რადიოს მსმენელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა გასული წლის განმავლობაში, კერძოდ კი, 2013 წლის იანვარში საქართველოს მოსახლეობის 44%-მა თქვა, რომ რადიოს კვირაში ერთხელ მაინც უსმენდა, ეს რიცხვი 52%-მდე გაიზარდა უკვე 2013 წლის დეკემბერში.

გარდა ამისა, კვლევებით დადგინდა, რომ მოსახლეობა რადიოს ახლა უფრო მეტხანს უსმენს, თუ ერთი წლის წინ საშუალო სტატისტიკური რადიომსმენელი რადიოს 68 წუთის განმავლობაში უსმენდა, ახლა ის რადიოს 91 წუთის განმავლობაში უსმენს.