loader

გავრცელდა ექსკლუზიური კადრები ბაჩო ახალაიას საქმის მოწმე გია გორგაძის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გავრცელდა ექსკლუზიური კადრები ბაჩო ახალაიას საქმის მოწმე გია გორგაძის შესახებ

"რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ცნობით, მათ მოიპოვეს ექსკლუზიური კადრები, სადაც ჩანს, ბაჩო ახალაიას საქმის ერთ-ერთი მოწმე გია გორგაძე სამართალდამცველების ფორმაში ჩაცმულ პირებთან ერთად როგორ ტოვებს "პრაიმტაიმის" მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მას პრესკონფერენცია უნდა ჩაეტარებინა.

მანამდე კი სოციალური ქსელებით გავრცელდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, ბაჩო ახალაიას ბოლო ბრალდების მთავარი მოწმე გია გორგაძე უცნობმა პირებმა გაიტაცეს. მისი თქმით, მას დღეს ბრიფინგი უნდა ჩაეტარებინა და ეთქვა, რომ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს.
ნადარეიშვილის განცხადებით, გორგაძე მასთან მივიდა და უთხრა, რომ ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს და სიმართლის თქმა სურდა:

"ეს სიმართლე იყო ის, რომ მას აიძულეს მიეცა ჩვენება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, მაშინ, როცა მისი სიტყვებით მას "ბაჩო ახალაია ცხოვრებაში არ ჰყავს ნანახი". ჩვენ დავუკავშირდით ეგრევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ბატონ კახა კოჟორიძეს და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ბატონ ზაზა ხატიაშვილს, რომლებიც ჩავაყენეთ საქმის კურსში. გია გორგაძემ თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ ტელევიზიის მეშვეობით ის ხალხს ეტყოდა სიმართლეს და ასევე აპირებდა მისულიყო სახალხო დამცველის ოფისში. ავტეხეთ ჟურნალისტებთან რეკვა (და როგორც ჩანს ჩვენი "სუს"-ი კარგად გვისმენს) და 4 საათზე დაიგეგმა "პრაიმთაიმის" პრესკლუბში პრესკონფერენცია და ეს ადამიანი მივიდა იქ. როდესაც მანქანიდან გადმოვიდა და კიბის პირველ საფეხურზე შედგა ფეხი, დაახლოებით 10 სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირი მივიდა მასთან და უთხრეს, რომ მას ოჯახი ეძებდა, გაუყარეს ხელკავი, ჩასვეს მანქანაში და დღისით მზისით ჟურნალისტების თვალწინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოდან გაიტაცეს ეს ადამიანი", - აცხადებს ნადარეიშვილი.