loader

რა სხვაობას ხედავს ზურაბ აბაშიძე 10 წლის წინანდელ და დღევანდელ რუსეთს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სხვაობას ხედავს ზურაბ აბაშიძე 10 წლის წინანდელ და დღევანდელ რუსეთს შორის

რას უნდა ელოდოს საქართველო ჩრდილოელი მეზობლისგან და რა შეიძლება შეიცვალოს სოჭის ოლიმპიადის შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში? - ამ თემებზე "პალიტრა ტვ"-ს გადაცემა "ემას შოუში" პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა.

შეგახსენებთ, 2000-2004 წლებში აბაშიძე რუსეთის ფედერაციაში საქართველოს დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა. წამყვანის შეკითხვაზე, რა შეიცვალა 10-14 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში, დიპლომატის თქმით, ორივე ქვეყნისთვის, ისე როგორც მათი მეზობელი ქვეყნებისათვის საერთო საფრთხეები გამოჩნდა: "გამოიკვეთა საერთო საფრთხეები, რომელიც ჩვენსა და რუსეთის წინაშე, ჩვენი სხვა მეზობლების წინაშე დგას. ტერორიზმი, რადიკალიზმი, ფუნდამენტალიზმი, დესტაბილიზაციის ელემენტები, რაც სამხრეთ რეგიონებიდან მოდის, როგორ იმოქმედებს სამხრეთ კავკასიაზე" - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

იხილეთ გადაცემა "ემას შოუ" სრულად