loader

"ქუჩის აქციები დაიწყება" - ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის პროტესტი შვილის დაბადების დღეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქუჩის აქციები დაიწყება" - ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის პროტესტი შვილის დაბადების დღეზე

თბილისის იუსტიციის სახლის წინ ზურაბ ვაზაგაშვილის ახლობლებმა და ნათესავებმა მისი დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სამართლიანობის აღდენას და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელების დასჯას ითხოვდნენ. მათ იუსტიციის სახლის წინ მდებარე 2004-12 წლებში პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალზე სანთლები დაანთეს და ყვავილებით შეამკეს.

აქციის ორგანიზატორის, იური ვაზაგაშვილის განცხადები, მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება და ისინი კვლავ სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება არ აღადგენს სამართლიანობას, მას სხვა გზა აღარ დარჩება და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ქუჩის აქციები გაიმართება.

ავტორი: გიორგი დადიანი