loader

გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში - პრეზიდენტი ილჰამ ალიევს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში - პრეზიდენტი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

"ზაგულბას" სასახლეში პირისპირ შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობითაც შეხვდნენ. მხარეებმა ის კონკრეტული პროექტები განიხილეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. კერძოდ, საუბარი შეეხო ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში მიმდინარე პროექტებს, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენსა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენს.