loader

ბათუმში გარდაცვლილი მშობიარე ქალის ოჯახი გამოძიების დაჩქარებას მოითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში გარდაცვლილი მშობიარე ქალის ოჯახი გამოძიების დაჩქარებას მოითხოვს

ბათუმის სამშობიარო სახლში გარდაცვლილი მზევინარ შაინიძის საქმეს პროკურატურა იძიებს. ძიება მიმდინარეობს 116-ე მუხლით, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. პროკურატურის ინფორმაციით, მოწმეები დაიკითხნენ და გამოძიება ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.

სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი ლევან ბეჟანიძე აცხადებს, რომ საკითხს სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოც. მისივე თქმით, გამოძიების დასრულებისა და ექსპერტიზის დასკვნის დადებამდე ექიმის ბრალეულობაზე საუბარი გამორიცხულია.

29 წლის მზევინარ შაინიძე ბათუმის სამშობიარო სახლში საკეისრო კვეთის შემდეგ 25 იანვარს გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა საქმის გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით დღეს აქცია გამართეს. მზევინარ შაინიძის მეუღლე მერაბ დიასამიძე ექიმებს უყურადღებობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. მისი თქმით, მის მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებდა და გარდაცვალება არაპროფესიონალურად ჩატარებულმა ოპერაციამ გამოიწვია.