loader

ირაკლი ალასანია გერმანიაში, ამერიკულ ბაზაზე ქართველი სამხედროების მომზადებას გაეცნო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანია გერმანიაში, ამერიკულ ბაზაზე ქართველი სამხედროების მომზადებას გაეცნო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით, გერმანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზა "ჰოჰენფელსზე" იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აშშ-ის გაერთიანებულ მრავალეროვან მზადყოფნის ცენტრში (JMRC), საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე და სამთო-სადაზვერვო ბატალიონები ISAF-ის მისიაში გადასროლის წინა წვრთნებს გადიან. სწავლება ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის შეფასებას ითვალისწინებს.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მისიაში გადასროლისწინა წვრთნების დასკვნით ფაზას დაესწრნენ და ამერიკელი სამხედროების მიერ ქართველი ჯარისკაცების მომზადების პროცესს დეტალურად გაეცნენ.

"ჰოჰენფელსში" მომზადების დასრულების შემდეგ ქართველი სამხედროები ავღანეთში გაემგზავრებიან. მათი მთავარი ამოცანა სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა იქნება.