loader

როგორ გამოიყურება მეურნეობა, რომელიც ივანიშვილმა სახელმწიფოს აჩუქა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება მეურნეობა, რომელიც ივანიშვილმა სახელმწიფოს აჩუქა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს ჯიღაურას მეურნეობა, ასევე, წილკნისა და ახალქალაქის სამეურნეო ობიექტები გადასცა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიპს - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, ჯიღაურას მეურნეობის გარდა, გადაეცემა 26 ჰექტარი ვაზისა და ხეხილის სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელიც ასევე სოფელ ჯიღაურაშია განთავსებული. გარდა ამისა, ცენტრის საკუთრებაში გადავა წილკნისა და ახალქალაქის სამეურნეო ობიექტები, სადაც კარტოფილის ელიტური თესლის წარმოება მიმდინარეობს, ასევე, ბოსტნეულის თესლისა და მარცვლეულის.

წილკნის სამეურნეო ობიექტის ფართობი 7 ჰექტარია, ხოლო ახალქალაქის სამეურნეო ობიექტის ფართობი 250-მდე ჰექტარს შეადგენს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ განაცხადა, აღნიშნული მეურნეობები თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი.

მისივე ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის გადაცემულ ქონებაში 20 მილიონ ლარამდე ინვესტიციაა ჩადებული.