loader

სამტრედიაში მოხუცების გარდაცვალება, სავარაუდოდ, რესპირატორულმა ინფექციამ გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამტრედიაში მოხუცების გარდაცვალება, სავარაუდოდ, რესპირატორულმა ინფექციამ გამოიწვია

სამტრედიის წმიდა ქეთევანის სახელობის სათნოების სახლის მობინადრეების გარდაცვალება, ერთ-ერთი ვერსიით, რესპირატორულმა ინფექციებმა გამოიწვია.

ამასთან, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე სათნოების სახლის მობინადრეების გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად რესპირატორული ინფექციები განიხილება. მისივე ინფორმაციით, ყველა გარდაცვლილი 80 წელს გადაცილებული ბენეფიციარია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ცნობით, ოთხი ბენეფიციარი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სამი პირი კი სამტრედიის საავადმყოფოს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ბენეფიციარებისა და სათნოების სახლის მომსახურე პერსონალის გამოკვლევა. ცხვირის ნაცხის, სისხლისა და შარდის ანალიზი. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ პირს A ტიპის გრიპის ვირუსი დაუდასტურდა.

სამტრედიის წმიდა ქეთევანის სახელობის სათნოების სახლის ხუთი ბინადარი მძიმე ვირუსის შედეგად გარდაიცვალა.