loader

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის – "გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე" – ფარგლებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში უკვე ერთი წელია მონაწილეობს და სამინისტროს ყველა დეპარტამენტის თანამშრომელი "სისხლის ბანკის" დახმარებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სასწრაფო-გადაუდებელი შემთხვევების დროს სისხლის გადასხმის ერთჯერად აქციაში ერთვებიან.
სამინისტროს ცნობით, სისხლის ჩაბარების აქცია როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში პერმანენტულად იმართება და მასში სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს.
სამინისტროს მონაწილეობის მიზანი აღნიშნულ აქციაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა.