loader

პუტინის საქართველოს პრემიერთან შეხვედრა უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე პრეზიდენტთან - ვალერი ხაბურძანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინის საქართველოს პრემიერთან შეხვედრა უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე პრეზიდენტთან - ვალერი ხაბურძანია

უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე უფრო შედეგის მომტანი რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იქნება.

როგორც ვალერი ხაბურძანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თემის კომენტირებისას აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ქართველი ჟურნალისტების აქტიურობის შედეგი იყო. 

მისივე თქმით, იგი მიესალმება საქართველოს ინტეგრაციას ევროპაში, თუ ეს იქნება გონივრულ ფარგლებში, საქართველოსთვის სასურველი ფორმით. ამასთან, ასოცირების ხელშეკრულებაზე საუბრის კონტექსტში უშიშროების ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ "ასოცირების ხელშეკრულება ჩვენ ვალდებულებებს უფრო მოგვცემს, ვიდრე უფლებებს".