loader

შიმშილობის მე-5 დღე - რა პრეტენზიები აქვთ მეხანძრეებს თემურ გიორგაძესთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შიმშილობის მე-5 დღე - რა პრეტენზიები აქვთ მეხანძრეებს თემურ გიორგაძესთან

მეხუთე დღეა საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის საბურთალოს ოფისთან 14 მეხანძრე მაშველი შიმშილობს. მათი მოთხოვნები უცვლელია: სამსახურიდან გათავისუფლებული პროფკავშირის 7 წევრის აღდგენა და თემურ გიორგაძის თანამდებობიდან წასვლა.

გუშინ, ხუთი მათგანი ე.წ. მოდულის შენობაში დაიკითხა. მოშიმშილე გიორგი ტატალაშვილის განცხადებით, გამომძიებლებმა მათ კითხვები იმ ბრალდებებთან დაკავშირებით დაუსვეს, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს, თემურ გიორგაძეს უყენებენ.

მეხანძრეები გიორგაძეს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. როგორც მოშიმშილეები აცხადებენ, გიორგაძე უკან ართმევდა დარიცხულ პრემიებს და არემონტებინებდა მის სახლებს.