loader

მამა ანთიმოზმა მრევლს გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველის" წაკითხვისკენ მოუწოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამა ანთიმოზმა მრევლს გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველის" წაკითხვისკენ მოუწოდა

მამა ანთიმოზმა მრევლს გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველის" წაკითხვისკენ მოუწოდა. როგორც სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მამა ანთიმოზმა ქადაგებისას განაცხადა, იწყება მეზვერისა და ფარისევლის კვირა, სადაც უფალი ადამიანებს ლოცვისკენ მოუწოდებს, მოუწოდებს, რომ არ განიკითხონ ერთმანეთი, როგორც ფარისეველი განიკითხავდა მეზვერეს.

მართლმადიდებელი ეკლესია უძღები შვილის კვირიაკეს დღეიდან აღნიშნავს. უძღები შვილის შვიდეულს სხვაგვარად ხორციელ კვირასაც უწოდებენ, რომლის დროსაც ოთხშაბათი და პარასკევი სამარხვო დღეები იქნება. ხორციელ შაბათს კი, 22 თებერვალს, ტაძრებში მიცვალებულების მოსახსენიებელი მსახურება შესრულდება.

დიდმარხვის დაწყებას წინ კი ყველიერის კვირა უძღვის, რომლის დროსაც მორწმუნეებს მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ხორცის პროდუქტების მიღება ეკრძალებათ. დიდმარხვა წელს 3 მარტს დაიწყება და 20 აპრილს, უფლის აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.