loader

"თავისუფალმა დემოკრატებმა" 5 წლის იუბილე აღნიშნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავისუფალმა დემოკრატებმა" 5 წლის იუბილე აღნიშნეს

"თავისუფალმა დემოკრატებმა" სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" 5 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. ყრილობა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც შეკრებილებს სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა მიმართა. ყრილობის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც მიმართა და პარტიას ხუთი წლის იუბილე მიულოცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც "თავისუფალი დემოკრატების" წევრები არიან, მათ შორის, პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დეპუტატები.