loader

საქართველომ აშშ-ში საელჩოს შენობა შეიძინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველომ აშშ-ში საელჩოს შენობა შეიძინა

გასულ კვირას საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საელჩოს შენობა შეიძინა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძალიან ბევრი ქართველი დიპლომატის ოცნება ახდა, რომ ქვეყანას ჰქონოდა საელჩოს საკუთარი შენობა ისეთ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები.

მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ახალი ხელისუფლება მოწადინებულია, ბიუჯეტის სახსრები ეფექტიანად ხარჯოს. "იჯარით ყოველთვიურად გადახდილი თანხა არაეფექტურია და ამიტომ ჩვენ თანდათან გადავალთ საელჩოების შეძენის პროცედურაზე და, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში, იმისდა მიხედვით, რა შესაძლებლობას მოგვცემს ბიუჯეტი", - განაცხადა ზალკალიანმა.