loader

გაფიცული მძღოლები და გაწვალებული მგზავრები ბათუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაფიცული მძღოლები და გაწვალებული მგზავრები ბათუმში

ბათუმში შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით ავტობუსის მძღოლები კვლავ გაფიცულები არიან. საწარმოს ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებს ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ თუ გაფიცულ მძღოლებთან შეთანხმება არ შედგება, სარეზერვო რესურსს გამოიყენებს. როგორც ავტოტრანსპორტის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ბესიკ დათიაშვილმა განმარტა, მძღოლებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც უნდათ მუშაობის განახლება, თუმცა დაძაბულობას ერიდებიან.

ავტოფარეხთან გაფიცული მძღოლები კი ამტკიცებენ, რომ ისინი ერთსულოვნები არიან და ადმინისტრაცია სარეზერვო რესურსს ვერ გამონახავს.

მძღოლები მეექვსე დღეა გაფიცულები არიან. გაფიცულებს შორის ორმა მძღოლმა შიმშილობა სამი დღის წინ დაიწყო. მათგან ერთს, ნუგზარ გვიანიძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს. გაფიცულების მთავარი მოთხოვნაა, საწარმოს დირექტორის გია ლორიას სამსახურიდან გათავისუფლება.