loader

"ენა ნუ შემაჩვიეთ..." - ვანო მერაბიშვილი მოსამართლეს გაუბრაზდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ენა ნუ შემაჩვიეთ..." - ვანო მერაბიშვილი მოსამართლეს გაუბრაზდა

შოთა უტიაშვილის დაკითხვისას ბრალდების მხარის პროკურორების შეკითხვებმა პროცესზე დამსწრე ვანო მერაბიშვილის გაბრაზება გამოიწვია. შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის მიმართ პროკურორის მხრიდან დასმული შეკითხვისას, ვანო მერაბიშვილმა რეპლიკა გააკეთა, რის გამოც მოსამართლის შენიშვნა მიიღო.

"ნუ შემაჩვიეთ ენა და შენიშვნების მოცემა. თუ უნდათ, რომ უტიაშვილი შეცდომაში შეიყვანონ, არ ვიცი, წყნარად დაუსვან შეკითხვები", - განაცხადა მერაბიშვილმა და მაგიდას რამდენჯერმე დაარტყა ხელი.

მან სასამართლოს მიმართა, მის მიმართ მეტად კორექტული იყოს.