loader

"მე უკრაინელი ვარ" - კიეველი აქტივისტის ვირუსული ვიდეომიმართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე უკრაინელი ვარ" - კიეველი აქტივისტის ვირუსული ვიდეომიმართვა

მეორე დღეა კიევი ცეცხლის ალშია გახვეული. მაიდანელი აქტივისტების მოთხოვნები უცვლელია - ისინი ევროპულ მომავალს ითხოვენ და იანუკოვიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან. "თავისუფლების კუნძული" - ასე უწოდა ოპოზიციის ლიდერმა ვლადიმერ კლიჩკომ ერთ-ერთი გამოსვლის დროს მაიდანს და იქ შეკრებილ აქტივისტებს.

10 თებერვალს ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა უკრაინელი გოგონას მიმართვა, რომელიც ევროპულ თანამეგობრობას დახმარებას სთხოვს. "მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს აქ შეკრებილ ათასობით უკრაინელს - ჩვენ გვინდა ვიყოთ თავისუფლები! თავისუფლები დიქტატურისგან და პოლიტიკოსებისგან, რომლებიც მზად არიან სცემონ, დააპატიმრონ, დახოცონ ჩვენი თანამემამულეები, მხოლოდ იმიტომ, რომ გადაარჩინონ საკუთარი ძალაუფლება!" - ამბობს კიეველი აქტივისტი მიმართვაში და ევროპულ საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს.

ასევე იხილეთ:

როგორ დაწვეს ჯავშანტრანსპორტიორი მაიდანის აქტივისტებმა

შეტაკებების შედეგად კიევის ცენტრში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე