loader

17 ჯარისკაცის ოჯახს ვარკეთილის სამხედრო ქალაქში ბინები გადაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

17 ჯარისკაცის ოჯახს ვარკეთილის სამხედრო ქალაქში ბინები გადაეცა

ვარკეთილის სამხედრო ქალაქში კიდევ 17 სამხედრო მოსამსახურის ოჯახმა მიიღო ბინა. ბინების გადასაცემად ვარკეთილში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მისი მოადგილე ვაკო ავალიანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მივიდნენ. მათ პირადად გადასცეს ახალი ბინების გასაღებები ISAF-ის მისიის შესრულების დროს დაღუპული სამხედროს, I კლასის რიგითის, ზურაბ გურგენაშვილის ოჯახსა და 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაჭრილ სამხედროს, სერჟანტ ავთანდილ ჯაყელიძეს.

ვარკეთილის სამხედრო ქალაქში მშენებლობა გაგრძელდება და დამატებით 260 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.

ასევე იხილეთ: 877 სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინები გადაეცა

იხილეთ ინგლისური ვერსია