loader

საქართველოს მთავრობის დელეგაცია აშშ-ში პირველი ვიზიტით მიემგზავრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს მთავრობის დელეგაცია აშშ-ში პირველი ვიზიტით მიემგზავრება

22 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მათ ექნებათ უმაღლესი დონის შეხვედრები.

"ეს არის პირველი უმაღლესი რანგის ვიზიტი აშშ-ში ჩვენი ხელისუფლებისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ და შეხვედრები გვექნება ბევრი მიმართულებით და ესაა კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები გაღრმავდება და ხელი შეეწყობა მათ კიდევ უფრო გამტკიცებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.