loader

როდის და რა მარშრუტით წამოაბრძანებენ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის და რა მარშრუტით წამოაბრძანებენ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს თბილისში

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს 24 თებერვალს 12 საათზე სვეტიცხოვლიდან გამოასვენებენ და თბილისისკენ მსვლელობით წააბრძანებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ განუცხადა. 

მეუფის თქმით, 24 თებერვალს 12 საათზე დაიწყება წმინდა ნაწილების გამოსვენება. სასულიერო პირები და მრევლი თბილისში სპორტის სასახლეს, გმირთა მოედანს და ვარაზისხევს, ვარდების რევოლუციის მოედანს, თავისუფლების მოედანს და ბარათაშვილის ხიდს გაივლიან.

მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც ბერ გაბრიელ სალოსის წმინდა ნაწილები ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული.