loader

"ჯაჭვლიანმა თავისი დეპუტატობა გამოიყენა და დაძვრება მთავრობაში" - გიორგი შენგელაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯაჭვლიანმა თავისი დეპუტატობა გამოიყენა და დაძვრება მთავრობაში" - გიორგი შენგელაია

სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" თანამშრომლებმა კინოსტუდია "ქართული ფილმის" ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს .

აქციის მონაწილეები წინა ხელისუფლების დროს წართმეული აქციების დროულად დაბრუნებას ითხოვდნენ. მათ ჰქონდათ პლაკატები, წარწერით: "ქართული ფილმი" ეკუთვნის თანამშრომლებს", "შOშ", "დაგვიბრუნეთ 1/3".

"ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი შენგელაიას განცხადებით, აქციების გარეშე დარჩნენ ის თანამშრომლები, რომლებმაც კინოსტუდია თავიანთი შრომით ააშენეს. მისივე თქმით, წინა ხელისუფლებამ აქციები აუქციონის გზით გაყიდა.

აქციის მონაწილეები აქციების დროულად არ დაბრუნებაში "ქართული ოცნების" დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სოსო ჯაჭვლიანს კინოსტუდიასთან საკუთარი ინტერესები აქვს. 

ავტორი: გიორგი დადიანი