loader

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სვეტიცხოვლიდან მრევლმა გააცილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სვეტიცხოვლიდან მრევლმა გააცილა

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გამოაბრძანეს. წმინდა ნაწილების გამობრძანებამდე სვეტიცხოვლის ტაძარში პარაკლისი შესრულდა, რომელიც რამდენიმე მღვდელმთავარმა ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. პარაკლისის დასრულების შემდეგ წმინდა მამის ნაწილებიან ხის ლუსკუმას სახურავი გადახადეს და შეაბრძანეს საკურთხეველში, შემდეგ კი ტაძრიდან გამოაბრძანეს. გარკვეულ მონაკვეთზე წმინდა ნაწილებიანი ლუსკუმა მღვდელმთავრებმა და სასულიერო პირებმა ფეხით ატარეს. პროცესიას წინ ჯარისკაცები მიუძღოდნენ.

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ავტომანქანით თბილისში უკვე გადაასვენეს. სამების საკათედრო ტაძარში წმინდანის ნეშტი 1 კვირის მანძილზე იქნება დასვენებული.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე