loader

"კარგი გოგო" - ამერიკელი წყვილის ქართული კაფე ქალაქ პორტლენდში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარგი გოგო" - ამერიკელი წყვილის ქართული კაფე ქალაქ პორტლენდში

"კარგი გოგო" - ამ უჩვეულო სახელწოდების კვების ობიექტს აშშ-ში, ქალაქ პორტლენდში შეხვდებით. შეფ-მზარეულები ახალგაზრდა წყვილი - შონი და მაკენზი არიან, რომლებიც ქართული კერძებით უმასპინძლდებიან თანამემამულეებს და ქალაქის სტუმრებს.

შონი და მაკენზი დაოჯახების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლობაში მუშაობდნენ. სწორედ აქ, სტუმართმოყვარე ქართულ ოჯახში გატარებულმა ორმა წელმა სრულიად შეცვალა მათი ცხოვრება. საქართველოზე შეყვარებულმა ცოლ-ქმარმა ორ წელიწადში ქართული სტუმართმოყვარეობის, ადგილობრივი სამზარეულოსა და სუფრის წეს-ჩვეულებების შესწავლაც მოასწრო.

ხაჭაპური, ლობიანი, ხინკალი - ეს არასრული ჩამონათვალია ქართული სუფრის იმ ცნობილი კერძებისა, რომლებსაც "კარგი გოგოს" სტუმარი დააგემოვნებს. ხინკალი შონის და მაკენზის საყვარელი კერძია და მათი კვების ობიექტის სტუმრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულიც - დღის მანძილზე მზარეულები 200-მდე წვნიან "ხორციან ბურთულას" ამზადებენ.