loader

ყაზბეგის გამზირზე 45 მეტრის სიმაღლიდან ამწე ჩამოვარდა - დაშავებულია ორი ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყაზბეგის გამზირზე 45 მეტრის სიმაღლიდან ამწე ჩამოვარდა - დაშავებულია ორი ადამიანი

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, 34ა ნომერში ამწეს წაქცევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთ-ერთი მძიმედ დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის ინფორმაციით, მეორე ადამიანი მსუბუქად დაშავდა და მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მისივე ინფორმაციით, ამწე დაახლოებით 40-45 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. გიორგაძის თქმით, ამწეს წაქცევამ ასევე ოთხი მანქანა დააზიანა. ფაქტზე დაწყებულია უკვე გამოძიება.