loader

ადვოკატ გოგა ონიანის მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად საბურავები დაწვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადვოკატ გოგა ონიანის მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად საბურავები დაწვეს

ე.წ მოდულის შენობასთან ადვოკატ გოგა ონიანის მხარდამჭერებმა საბურავები დაწვეს. როგორც მათ განაცხადეს, საბურავების დაწვით მათ შეახსენეს ხელისუფლებას, რომ თუკი ხელისუფლება გონს არ მოვა და გააგრძელებს პოლიტიკურ დევნას, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ვიქტორ იანუკოვიჩის ბედი არ ასცდება.

საბურავის დაწვამდე კი აქციის მონაწილეებმა ე.წ. მოდულის შენობის წინ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და გოგა ონიანის დაპატიმრება ასე გააპროტესტეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, ეს არის პოლიტიკური დევნა და საქართველოს გოგა ონიანის დაკავებით კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს.