loader

"რკინის ცხენების" ხმაურიანი მსვლელობა ვენესუელის პრეზიდენტის მხარდასაჭერად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რკინის ცხენების" ხმაურიანი მსვლელობა ვენესუელის პრეზიდენტის მხარდასაჭერად

მაშინ როცა ვენესუელა ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს მოუცავს და აღშფოთებული დემონსტრანტები ქუჩებში ბარიკადების აგებითა და საბურავების დაწვით არიან დაკავებული, პოლიციასა და აქციების მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად კი მსხვერპლი იზრდება, ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარდასაჭერად კარაკასში ათასობით ბაიკერმა ხმაურიანი მსვლელობა მოაწყო.

"ამხანაგ მადუროს შეუძლია "რკინის ცხენების" იმედი ჰქონდეს, რომლებიც ყოველთვის სამოქალაქო წესრიგის და კანონის, მშვიდობის სადარაჯოზე იდგებიან", - განაცხადა ბაიკერების მეთაურმა. კანონის დამცველ ბაიკერებს ყველა ქვეყანაში ვერ შეხვდებით, თუმცა, არის კიდევ ერთი ქვეყანა - რუსეთი, სადაც ბაიკერული საძმო "ღამის მგლები" თვით პრეზიდენტ პუტინთან მეგობრობს.