loader

"შენ ხარ "პადოშა 2", ნაძირალა" - სიტყვიერი დაპირისპირება ხატიაშვილსა და მჟავანაძეს შორის "პოლიტიკის დროში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენ ხარ "პადოშა 2", ნაძირალა" - სიტყვიერი დაპირისპირება ხატიაშვილსა და მჟავანაძეს შორის "პოლიტიკის დროში"

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" ადვოკატებს შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთმანეთს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ასოციაციის წევრი ნიკოლოზ მჟავანაძე დაუპირისპირდნენ. მათი კამათი ბაჩო ახალაიას ადვოკატის, გოგა ონიანის დაკავების საკითხმა გამოიწვია.

როგორც მჟავანაძემ გადაცემაში აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსახურების დაცვა. მან ხატიაშვილს კარიერის დასრულებაც უწინასწარმეტყველა, რადგან მისი თქმით, ასოციაციის თავმჯდომარემ გოგა ონიანის დაცვით ნამდვილი სახე გამოაჩინა, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" ფინანსური დაინტერესება აქვს.

"შენ ხარ პადოშა 2, ნაძირალა, პასუხს მოგთხოვ" - ასე მიმართა კამათისას მჟავანაძემ ხატიაშვილს.