loader

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყირიმთან შედარება არაკორექტულია" - პუტინის პასუხი ჟურნალისტის მწვავე კითხვაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყირიმთან შედარება არაკორექტულია" - პუტინის პასუხი ჟურნალისტის მწვავე კითხვაზე

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციაზე "ლოს-ანჯელეს თაიმსის" ჟურნალისტმა მწვავე კითხვა დაუსვა. კითხვა უკრაინაში, ყირიმში რუსული ჯარის შეყვანის შესაძლებლობას ეხებოდა, თუმცა, ჟურნალისტმა პარალელი 2008 წელს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში რუსული ქვედანაყოფების შემოყვანასა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფასთან გაავლო.

მწვავე კითხვის პასუხად პუტინმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ყირიმთან შედარება არაკორექტულია, რადგანაც იმ შემთხვევაში საქმე "მსხვილმასშტაბიან სისხლიან ეთნიკურ კონფლიქტს" ეხებოდა და, მისი აზრით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელწიფოებია. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყირიმში "მსგავსი არაფერი ხდება". სევასტოპოლში რუსულ ფლოტს ვადა გაუგრძელეს და იგი, რესეთის პრეზიდენტის განმარტებით, მთელ შავი ზღვის რეგიონში სერიოზული სტაბილიზაციის გარანტია. პუტინის თქმით, რუსეთისთვის სულერთი არ არის მათი მოქალაქეების უსაფრთხოება, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ "ხმლის ქნევას დაიწყებს და ჯარს შეიყვანს".