loader

"ამ მავთულხლართებს ბოლოს მშვიდად და წყნარად ჩავაბარებთ ჯართში" - გიორგი მარგველაშვილი სოფელ ატოცში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ მავთულხლართებს ბოლოს მშვიდად და წყნარად ჩავაბარებთ ჯართში" - გიორგი მარგველაშვილი სოფელ ატოცში

ამ მავთულხლართებს ბოლოს ძალიან მშვიდად და წყნარად ჩავაბარებთ ჯართში, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ სოფელ ატოცის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტი ატოცში უშიშროების საბჭოს მდივან ირინა იმერლიშვილთან და რეგიონული განვითარების მინისტრ დავით ნარმანიასთან ერთად ჩავიდა და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.

გიორგი მარგველაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისგან მოისმინა ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა ქმედებები ხორციელდება იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური პირობები გაუუმჯობესდეს.

ასევე იხილეთ: "აბა, ვინ არის ორსული, რომელიც უფასოდ არ ამშობიარეს?" - პრეზიდენტი სოფელ ზინობიანში