loader

დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე საფრანგეთმა უარი განაცხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე საფრანგეთმა უარი განაცხადა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე საფრანგეთის სასამართლომ უარი განაცხადა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია კეზერაშვილის ადვოკატმა, შოთა მინდელმა დაუდასტურა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კეზერაშვილს ელექტრონული სამაჯურიც მოეხსნება.

დავით კეზერაშვილი, ქართული მხარის მოთხოვნით, საფრანგეთში 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს. საფრანგეთის სასამართლომ იგი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გაათავისუფლა.

რაც შეეხება საქართველოში დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმეებს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული, რომელთა განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ერთი საქმე კონტრაბანდული სპირტის საქმეა, მეორე კი ტელეკომპანია "იმედის" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად.