loader

რა სიახლეები იქნება 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სიახლეები იქნება 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2014 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტებისთვის სიახლეები იქნება:

2014 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ.

უცხოური ენის გამოცდას დაემატება მოსმენის ნაწილი. გამოცდაზე დაახლოებით 10 წუთი იქნება გამოყოფილი იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტი შესაბამის უცხოურ ენაზე და შემდეგ შეასრულოს დავალება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების სიახლეებზე ambebi.ge-ზე მიმდინარე ინტერნეტკონფერენციის დროს დასმულ კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი პასუხობს.